Tag Archives: გავაკეთოთ

როგორ გავაკეთოთ სახლში მომზადებული პლასტელინი(playdoh)

გამარჯობა, ამ გაკვეთილში გასწავლით თუ როგორ უნდა მოამზადოთ სახლში მარტივად პლასტელინი.

საჭირო ინგრედიენტები:

  • 1 ჭიქა წყალი
    wyali
  • 1,5 ჭიქა მარილი
    marili
  • 2  ჩაის კოვზი ზეთი
    zeti
  • 4 ჭიქა ფქვილი
    fqvili
  • საჭმლის საღებავები
    IMG_1185

 მომზადების წესი

პირველ რიგში ვიღებთ მშრალ ინგრედიეტებს, ფქვილს და მარილს. მათ ვურევთ ერთმანეთში კარგად. შემდეგ ვაკეთებთ საღებავს, ვიღებთ ფხვნილს და ვხსნით მას წყალში საკმარისია ერთი ან ორი კოვზი ფხვნილი, ამასთან ვამატებთ ზეთს. საღებავი ნებისმიერ მაღაზიაში ან ბაზარში შეგიძლიათ შეიძინოთ. ვიღებთ არეულ მარილს და ფქვილს და ვასხამთ ჩვენს მომზადებულ საღებავს. ჯერ მოვურევთ ამ ყველაფერს კოვზით შემდეგ კი ხელით ავზილავთ იქამდე სანამ ერთიან მასას არ მივიღებთ. სულ ეს არის რაც საჭიროა მისი მომზადებისთვის. ამგვარად გაკეთებული პლასტელინი არ ეკრობა ხელს, ჯდება იაფი და არის ხარისხიანი, რომლითაც შეგიძლიათ გაახაროთ თქვენი პატარას გული. სასურველია იგი შევინახოთ პატარა კონტეინერებში ან ერთჯერად პარკებში.

pladoh

როგორ გავაკეთოთ ბლოგი ბლოგერზე

ამ გვერდზე მინდა გასწავლოთ როგორ გავაკეთოთ ჩვენი საკუთარი ბლოგი ბლოგერზე. ამისათვის უბრალოდ უყურეთ ვიდეოს და მიყევით მას