Category Archives: მათემატიკა

რომბის ფართობი

rombiგანვიხილოთ რომბის ფაროთბი. იგი ტოლია მისი დიაგონალების ნამრავლის ნახევრის:

Sabc=(D1*D2)/2

 

მართკუთხა სამკუთხედის ფართობი

მართკუთხა სამკუთხედის ფართობი

განვიხილოთ მართკუთხა სამკუთხედის ფართობი. ერთ შემთხვევაში მისი ფართობი არის კათეტების ნამრავლის ნახევარი, ხოლო მეორე შემთხვევაში ვიყენებთ ჰერონის ფართობის გამოსთვლელ ფორმულას.

martkutxa samkutxedis fartobi heronis formulit

(ჰერონის ფორმულა. სადაც P არის სამკუთხედის პერიმეტრის ნახევარი, ხოლო a,b და c არის სამკუთხედის გვერდები)

კუთხის სინუსი, კოსინუსი, ტანგენსი და კოტანგენსი

მართკუთხა სამკუთხედი  გეომეტრიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს ტრიგონომეტრია, რომელშიც შედის სხვადასხვა ფორმულები რომლებიც ხშირად დაგვეხმარება გეომეტრიული ამოცანების ამოხსნაში. განვიხილოთ რამოდენიმე მათგანი მართხუთხა სამკუთხედში:

sinα=CB/AB-სინუს ალფა არის, ამ კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან.

cosα=AC/AB-კოსინუს ალფა არის, ამ კუთხის მიმდებარე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან.

tgα=BC/AC-ტანგენს ალფა არის, ამ კუთხის მოპირდაპირე კათეტის შეფარდება მიდებარე კათეტთან.

ctgα=BC/AC-კოტანგენს ალფა არის, ამ კუთხის მიმდებარე კათეტის შეფარდება მოპირდაპირე კათეტთან.

  იგივენაირად იქნება თითოეული თითოეული β და γ კუთხისათვის, სინუსი იქნება მოპირდაპირე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან, კოსინუსი მიმდებარე კათეტის შეფარდება ჰიპოტენუზასთან, ტანგენსი მოპირდაპირე კათეტის შეფარდება მიმდებარე კატეტთან და კოტანგენსი მიმდებარე კათეტის შეფარდება მოპირდაპირე კათეტთან.