როგორ ავაწყოთ რუბიკის კუბი(3X3)

რუბიკის კუბის აწყობის მეთოდი დამწყებთათვის

რუბიკის კუბის აწყობისათვის ჩვენ საჭიროა ავაწყოთ მისი სამივე ფენა, მაგრამ ჯერ ვისწავლოთ კუბის ენა. R,L,D,U,F და B თითოეული არის ინგლისური სახელწოდების პირველი ასო R(right) მარჯვენა ფენა, L(left)მარცხენა ფენა, D(down)  ფენა, U(up) ზედა ფენა.

F(front) წინა ფენა და B(back) უკანა ფენა. თითოეული ასო აღნიშნავს 90 გრადუსით თითოეული ფენის გადატრიალებას საათის ისრის მიმართულებით. თუ თითოეულ სიმბოლოს გვერდით ვუმატებთ შტრიხს მაშინ მოძრაობა ამ ფენის ხდება საათის ისრის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით.

პირველი დონის აწყობისთვის საჭიროა ჯერ ავაწყოთ სწორი ჯვარი.

სწორი ჯვარის     აწყობისთვის საჭიროა სწორად შევუსაბამოთ ცენტრებს კიდეები. ამისთვის არ გვჭირდება რაიმე განსაკუთრებული ფორმულა რადგან ეს უნდა გავაკეთოთ ლოგიკურად.

პირველი ფენის ასაწყობად საჭიროა კუთხეები ჩავსვათ თავის ადგილას. შესაძლოა ეს ლოგიკურად ზოგიერთი ადამიანისთვის რთული ასაწყობი იყოს ამიტომ შემოგთავაზებთ რამოდენიმე ვარიანტს რომელიც შეიძლება დაგიჯდეთ კუთხეების ჩასმის დროს.

ამ შემთხვევაში ვიჭერთ წითელი მხარით და ვაკეთებთ შემდეგ ნოტაციას:

IMG_0826

R D’ R

და კუთხეს ჩავსვამთ.

ამ შემთხვევაშიც ვიჭერთ წითელი მხარით ჩვენსკენ და ვაკეთებთ შემდეგ ნოტაცია:

IMG_0829

R’ D’ R D R’  2D’ R D R’ D’ R

და ჩავსვამთ კუთხეს.

ამ შემთხვევაშიც ვიჭერთ წითელი მხარით ჩვენსკენ და ვაკეთებთ შემდეგ ნოტაციას:

IMG_0831

R’ D’ R D R’ D’ R

და აუცილებლად ჩაჯდება კუთხე.

ამ შემთხვევაში ვიჭერთ ისევ წითელი მხარით და ვაკეთებთ შემდეგ ნოტაციას:

IMG_0832

R’ 2D’ R D R’ D’ R

და კუთხეც ჩაჯდება.

ამ ნოტაციებით ჩავსვამთ ყველა კუთხეს და აწყობილი გვექნება პირველი ფენა.

ახლა კი საჭიროა ავაწყოთ მეორე ფენა.

ამისათვის კი დაგვჭირდება მხოლოდ ერთი ნოტაცია.

პირველ რიგში კიდეები უნდა შევუსაბამოთ ცენტრებს.

IMG_0833                                IMG_0834

IMG_0835

ნოტაცია არის შემდეგნაირი: U R U R’ U’ F’ U’ F

თუ სტაფილოსფერი კიდეა მაღლა და ლურჯი ქვემოთ მაშინ ლურჯი კიდე მიგვაქვს ლურჯ ცენტრთან და ვაკეთებთ ამ ფორმულას სარკისებურად.

ამ ნოტაციის მეშვეობით ვსვამთ ყველა კიდეს. თუ დაგიჯდათ ისე როგორც სურათზე IMG_0838მოცემული ვაკეთებთ ამ ნოტაციას და შემდეგ ისევ ვუსაბამებთ კიდეს და ვაკეთებთ ამ ნოტაციას.

IMG_0836

ახლა კი გვრჩება ბოლო ფენა ასაწყობი რომლისთვისაც სულ სამი ნოტაციაა საჭირო.

ბოლო ფენის აწყობისთვის საჭიროა ჯერ ავაწყოთ ჯვარი ბოლო ფენაზე. თუ თქვენ გაგიმართლათ და ბოლო ფენაზე თავისთავად დაგიჯდათ ჯვარი გადადით შემდეგ ორ ნოტაციაზე.

განვიხილოთ რამოდენიმე შემთხვევა:

იმ შემთხვევაში თუ არ დაგვიჯდა ზედა ფენაზე არცერთი კიდე მაშინ ვიჭერთ კუბიკს ზედა მხარით ყვითლით და ვაკეთებთ შემდეგ ნოტაციას:

IMG_0839

   F R U R’ U’ F’

ამის გაკეთების შემდეგ დაგიჯდებათ ორი მიმდებარე კიდე ზედა ფენაზე.

ამის შემდეგ შემოვატრიალებთ კუბს და ვაკეთებთ შემდეგ ნოტაციას:

IMG_0843
F  U R U’ R’ F’

და აუცილებლად აგვეწყობა ბოლო ფენაზე ჯვარი. თუ თავიდანვე ასე დაგვიჯდა მაშინ ისევ ამ ნოტაციას ვაკეთებთ.

თუ დაგვიჯდება ამგვარად მაშინ ვაკეთებთ ისევ პირველ ნოტაციას:

IMG_0841

ჩვენ გვაქვს უკვე აწყობილი ყვითელი სწორი ჯვარი. ახლა კი უნდა ჩავსვათ კუთხეები თავთავის ადგილას და აგვეწყობა ყვითელი ფენა, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენ ავაწყვეთ კუბი

კუთხეების თავთავის ადგილას ჩასასმელად გვჭირდება მხოლოდ ერთი ნოტაცია:

U R U’ L’ U R’ U’ L

grafikuli gamosaxuleba kubikis

ეს არის გრაფიკული გამოსახულება თუ რა ხდება ამ ფორმულის გაკეთების შემდეგ. კუთხეების გაცვლასთან ერთად თითოეული კუთხე ტრიალდება 90 გრადუსით იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც გადაადგილდება. ამ ფორმულის მეშვეობით უნდა ჩავსვათ ერთი კუთხე მაინც. ამის შემდეგ ვიჭერთ ამ ჩასმული კუთხით ჩვენსკენ და მარჯვნივ ისე რომ ყვითელი ფენა ისევ ზევით იყოს და ამ ფორმულას ვაკეთებთ იქამდე სანამ არ ჩაჯდება ყველა კუთხე თავის ადგილას.

ამის შემდეგ უკვე გვჭირდება მხოლოდ ერთი ნოტაცია: R’ D’ R D

ამ ფორმულას ვაკეთებთ იქამდე სანამ არ ჩაჯდება ყვითელი კუთხე სწორად, მხოლოდ ამის შემდეგ მოგვაქვს იმავე ადგილას ყვითელი ჩასასმელი კუთხე და ვაკეთებთ ისევ ამ ნოტაციას. ამ ნოტაციის მეშვეობით ჩავსვამთ ყველა ყვითელ კუთხეს და აგვეწყობა ყველა ფერი.

IMG_0871

დატოვე კომენტარი