პირველი ძრავი და მისი განვითარება

პირველი ორთქლის ძრავა   თავდაპირველად ბევრ გამოგონებას ვერ მოეძებნა გამოყონება და დიდი ხნის გან­მავ­ლობაში ვერ განვით­­არდა, რაც იმან განაპირობა რომ იმ დროისთვის ხალხისთვის ეს გამო­გონებები არ წარმო­ად­გენდა ინტერესის საგანს. მათ რიცხვს მიეკუთვნება თავდაპირველი ორ­თქლის ძრავაც, რო­მელიც რამოდენიმე ათასწლეულის წინ იქნა გამოგონებული. მის გამო­მ­გონებლებს რომ ცო­დ­ნოდათ ამ ძრავის განვითარების შესაძლებლობის შესახებ შესაძლოა დღეისათვის ცხოვ­რება ბევ­რად წინ ყოფილიყო, თუმცა მეცნიერების ცნობისმოყვარებას მაინც ხალხის „ბრბოს“ ფსიქ­ო­ლოგია, ამ საკითხისადმი უინტერესობა გადაწონიდა ხოლმე. ახლა კი თავი დავანებოთ იმაზე მსჯელობას თუ რა მოხდებოდა ამ გამოგონებებით ვინმე რომ დაინტე­რესებულიყო და გან­ვიხილოთ ორთქლის ძრავის ისტორია მისი განვითარება საყოფაცხოვრებო, სატრან­სპო­რ­ტო და სამეურნეო საქმიანობაში გამოყენება, მისი მეშვეობით ცხოვრების გაუმჯობესება დღე­ვ­ანდელობამდე.

    პირველი ორთქლის ძრავა გამოყენებული იქნა ორთქმავალში, რომელიც დამ­ზა­დე­ბუ­ლი­ იქნა საფრანგეთში „ბონეფონდის ქარხანაში“. პირველად ასეთმა მატარებელმა საქართ­ვე­ლოში 1871 წელს შეასრულა მარშუტი ფოთი ყვირილა, ხოლო 1872 წლის 10 ოქტომბერს კი თბილისიდან ფოთში პირველი მატარებელი ჩავიდა, სწორედ

ორთქლის ძრავიანი მატარებელი

       ეს თარიღი ითვლება საქართ­ველოს რკინიგზის „დაბადების დღედ“ .

       დროთა განმავლობაში განვითარდა ძრავების დამზადების ტექნოლოგია.

    პირველი ავტომობილის შექმნას კარლ ბენცის სახელს მიაწერენ ხოლმე, რომელმაც 1885 წელს გამოუშვა პირველი საცდელი მოდელი ორთქლის ძრავიანი მანაქნის, თუმცა აღნიშ­ნუ­ლი­ ტრანსპორტის წინამორბედი 100 წლის წინაც არსებობდა.

   პირველი ავტომობილი დააპროექტა და შექმნა ფრანგმა ინჟინერმა ნიკოლას კანგტონმა 1769 წელს, მას სამი საბურავი და საქვაბის მსგავსი ძრავა ჰქონდა.

    დღესდღეობით დიდი განვითარების გამო აღარ არსებობს ორთქლზე მომუშავე ძრა­ვები, მათ მხოლოდ მუზეუმებში შევხვდებით.

ჟოზე მანუელ ჰერმო

   ამ დროისთვის დიდ პრობლემას აღარ წარმოადგენს შიგაწვის ძრავების შექმნა, ხდება მათი გაუმჯობესება.

არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამზადებენ მათ მინიატურულ მოდელებს, ასეთია ესპანეთში მცხოვრები 71 წლის ჟოზე მანუელ ჰერმო. თუმცა შიდაწვის ძრავების დაწინაურებასთან ერთად იზრდება ნავთობის მოხმარება რომელიც ამოწურვადი რესურსია, ამიტომ საჭირო გახდა ალტერნატიული საწვავის გამომუშაობა რომელზე უკვე მუშაობენ მეცნიერები, რადგან სამყაროს ტექნიკურ დაწინაურებასთან ერთად საჭიროა ბუნებას, იმ გარემოპირობების გავუფრთქილდეთ სადაც ვცხოვრობთ.

ესეც ჩემი პირველი ორთქლის ძრავის ანიმაცია 🙂 

დატოვე კომენტარი